გაკვეთილის გეგმა
|
მასწავლებელი:
ნანა ლომაძე
|
|
|
საგანი:
ქიმია
|
კლასი: X
|
|
თემა: რა არის იონური რეაქცია (I
ნაწილი)
|
დრო: 45 წუთი.
|
|
მოსწავლეთა პროფილი:
12/სსსმ-0
|
|
|
გაკვეთილის მიზანი:
2 წთ. (სლაიდი 2)
მოსწავლე
შეძლებს;
1.
გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ტერმინები იონური რეაქციების თვისებების
შესასწავლად.
2.
შეადგინოს იონური რეაქციის მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობები;
მოსწავლეებში
მოხდება ვარაუდის გამოთქმის, მისი ცდით შემოწმების, არგუმენტირებული მსჯელობის,
დასკვნების გამოტანის, სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებისა და დროის
ეფექტურად მართვის უნარების ფორმირება.
|
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ.X.9. მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელექტროლიტური
დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
ინდიკატორები:
·
ადგენს ელექტროლიტთა
ხსნარებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლემ
უნდა იცოდეს:
·
რას ეწოდება ელექტროლიტი;
·
რა არის ელექტროლიტური დისოციაცია;
·
რომელი ნივთიერებები არიან ძლიერი ელექტროლიტები;
·
როგორ დისოცირდება წყალში მჟავა, ტუტე და მარილი.
|
|
|
შეფასება და თვითშეფასება:3 წთ. (სლაიდი 3-4)
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება/ (შეფასების
სქემა თან ახლავს გეგმას დანართი 1), ერთმანეთის შეფასება, გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეების მიერ (სლაიდი 13) .
|
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო-ქიმია
X კლ./მ.ვარდიაშვილი,
რვეული, დაფა, ცარცი, ფერადი ცარცები, ფორმატები, ფურცლები; ფლიპჩარტი, მარკერი,
კომპიუტერი, პროექტორი, ლაბორატორიაში ქცევის წესები, გამოსაძახებელი ჩხირები,
განმავითარებელი დაფა.
მასწავლებლის
მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები:
1. ტესტი -https://learningapps.org/display?v=pp4fiq8qn18
ქიმიური
ჭურჭელი და ხელსაწყოები: ქიმიური ჭიქები, პლასტმასის წკირი, მენზურები, სათვალე,
ხელთათმანები.
რეაქტივები:
NaOH-ის, CuSO4 -ის, NaCl-ის, KOH-ის
5%-იანი ხსნარები. წყალი (უსაფრთხოების მიზნით).
|
|
|
აქტივობა №1 „მოლოდინის სმაილიკი“ (სლაიდი 1)
ორგანიზების
ფორმა- მთელი კლასი. დრო-1 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში
მოტივაციის გაზრდა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს „მოლოდინის სმაილიკი“ (სლაიდი 1)თხოვს გამოთქვან
ვარაუდი - მათი აზრით, როგორი გაკვეთილი იქნება?
აქტივობა2. წინარე ცოდნის გააქტიურება
-გონებრივი იერიშით (სლაიდი 5)
ორგანიზების
ფორმა- მთელი კლასი. დრო-5 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით იხსენებენ ახალი გაკვეთილის ასახსნელად საჭირო
საკითხებს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.
რას ეწოდება ელექტროლიტი?
2.
რა არის ელექტროლიტური დისოციაცია?
3.
რომელი ნივთიერებები არიან ძლიერი ელექტროლიტები?
4.
როგორ დისოცირდება წყალში მჟავა, ტუტე და მარილი/
დაფა წინასწარ არის გაყოფილი სამ ნაწილად.
მასწავლებელი, გამოსაძახებელი ჩხირების მეშვეობით, იძახებს სამ
მოსწავლეს,რომლებიც ფერადი ცარცებით ადგენენ მათთვის სასურველი მჟავას, ტუტის,
მარილის ელექტროლიტური დისოციაციის ტოლობებს.
აქტივობა №3 ახალი მასალის ახსნა „მმმ“ სტრატეგიისა და
ექსპერიმენტის გამოყენებით გამოყენებით.
ორგანიზების
ფორმა- მთელი კლასი. დრო-15 წთ.
აქტივობის მიზანი: მასწავლებლის დახმარებით
მოსწავლეებმა მოახდინონ არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
მოსწავლეებს სლაიდით აჩვენებს მტკიცებას - „ ყველა იონური რეაქცია მიმდინარეობს ბოლომდე“ (სლაიდი 6), სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან
თავიანთი ვარაუდი-მოცემული წინადადება ჭეშმარიტია თუ მცდარი და საკუთარი მოსაზრება მოინიშნონ
რვეულებში.
გამოთქმული ვარაუდის/ვარაუდების შესამოწმებლად ერთ-ერთი მოსწავლე,
მასწავლებლის დახმარებით, ატარებს პირველ ცდას ქიმიურ ჭიქაში ასხამს 2-3 მლ. NaCl-ისა და KOH-ის
5%-იან ხსნარებს, ურევს წკირით და
აჩვენებს კლასს. მეორე მოსწავლე ფერადი
ცარცებით ადგენს რეაქციის ტოლობას. მასწავლებელი ადგენს იონური რეაქციის
ტოლობას. მასწავლებელი მიმართავს კლასს
მე-8 კლასიდან გაიხსენონ ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის ნიშნები. მასწავლებელი
და მოსწავლეები თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით ერთობლივი მსჯელობით ადასტურებენ , რომ რეაქცია პრაქტიკულად არ დასრულდა ე.ი. მასწავლებლის
მიერ წარმოდგენილი მტკიცება მცდარია.
მტკიცებულებამდე მისასვლელად ატარებენ მეორე
ცდას. შაბიამანის 5% ხსნარზე მოქმედებს NaOH-ის 5% ხსნარით. მოსწავლეები
ხსნადობის ცხრილის გამოყენებით ადგენენ რომელი ნივთიერება გამოიყო ნალექის სახით.
მასწავლებელი და მოსწავლეები თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით კვლავ ადასტურებენ , რომ წარმოდგენილი
მტკიცება მცდარია და ერთობლივი მსჯელობით მიდიან ერთ-ერთ მტკიცებულებამდე, რომ
იონური რეაქციები მიმდინარეობს ბოლომდე იმ შემთხვევაში თუ რეაქციის შედეგად
გამოიყოფა წყალში უხსნადი ნივთიერება (ნალექი).
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ფერადი
ცარცებით ადგენს რეაქციის მოლეკულურ ტოლობას (შიდასაგნობრივი კავშირის
დამყარების მიზნით მიმართავს კლასს მერვე კლასში შესწავლილი რეაქციის ტიპების
მიხედვით როგორი ტიპისაა ეს რეაქცია?), ასევე
სრულ იონურ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს. მასზე დაყრდნობით ხსნის იონური რეაქციის
შედგენის წესს, რასაც აჩვენებს
სლაიდითაც.(სლაიდი
7)
აქტივობა №4 . ინტერაქტიული
სავარჯიშო (ქიმია
და ისტ)(სლაიდი 8)
ორგანიზების
ფორმა- ინდივიდუალური. დრო-7 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გამოიყენოს ახალი ცნებები
და ტერმინები ტესტზე მუშაობისას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები პერსონალურ
კომპიუტერებში შედიან საიტზე „ https://learningapps.org“ . თითოეული მოსწავლე თავის პირად
გვერდზე (რომელიც შექმნილია საგნის მასწავლებლის მიერ) ინდივიდუალურად ასრულებს
მასწავლებლის მიერ შედგენილ წინასწარ ტესტს სახელწოდებით „იონური რეაქციები“,
რომლის ელექტრონული მისამართია https://learningapps.org/display?v=pp4fiq8qn18 . მოცემული აქვთ დახურულ ბოლოიანი ტესტი. მათ უნდა ჩააწკაპონ
პასუხის წინ და პასუხის შემოწმების შემდეგ გადავიდნენ მომდევნო კითხვაზე.
დავალების დასრულებისას შედეგის სანახავდ აწკაპებენ „ finish Quiz” .
მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მუშაობის
პროცესს და განმავითარებელ
დაფაზე აკეთებს ჩანაწერებს.
აქტივობა №5 მიღებული ცოდნის განმტკიცება- სიტუაციური
ამოცანა „ბარიტი“(სლაიდი 9)
ორგანიზების ფორმა-ჯგუფური. დრო-8 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეადგინონ იონური რეაქციების ტოლობები იონური რეაქციების
შედგენის წესების დაცვით.
აქტივობის აღწერა:. მასწავლებელი სლაიდით აჩვენებს სიტუაციურ ამოცანას იქმნება სამი ჯგუფი
სახელწოდებით „მოლეკულური“, „იონური“, „შეკვეცილი“.
სამივე ჯგუფი ასრულებს ერთსა და იმავე დავალებას. მასწავლებელი ინსტრუქციას
აძლევს სიტყვიერადაც და აჩვენებს სალიდითაც (სლაიდი 8): „ მაგიდაზე გილაგიათ
წითელი, ყვითელი, მწვანე ფერის ფორმატები. წითელ ფორმატზე წერთ მოლეკულური
რეაქციის ტოლობას, ყვითელზე სრულ იონურ ტოლობას, მწვანეზე შეკვეცილ იონურ
ტოლობას.“
მასწავლებელი
„ექოს“ პრინციპით ამოწმებს ინსტრუქციის გაგების სიცხადეს, უთითებს დავალების შესასრულებელ
დროს.
მოსწავლეები მუშაობენ. მასწავლებელი აკონტროლებს დროს,
თვალყურს ადევნებს მუშაობის პროცესს და განმავითარებელ დაფაზე კვლავ აკეთებს ჩანაწერებს.
დავალების წარმოდგენისთვის საჭირო ინსტრუქციას მასწავლებელი აჩვენებს სლაიდით
(სლაიდი
10).
ჯგუფები შესრულებულ
დავალებებს წარმოადგენენ კენჭისყრით გამოსაძახებელ ჩხირზე დაწერილი ფორმატის ფერის
მიხედვით, რომელსაც ამოიღებს ჯგუფის ერთ-ერთი
წევრი.
ჯგუფები
ახდენენ ურთიერთშეფასებას „შუქნიშნის“ პრინციპით. კერძოდ მათ აქვთ წითელი, ყვითელი,
მწვანე ფერის ფურცლები. თუ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დავალებას სავსებით ეთანხმებიან აწევენ მწვანე ფურცელს,
თუ ნაწილობრივ ეთანხმებიან ყვითელს, ხოლო თუ საერთოდ არ ეთახმებიან წითელს.
აქტივობა №6 გაკვეთილის შეჯამება (სახალისო) კროსვორდი
ორგანიზების
ფორმა- მთელი კლასი. დრო-3 წთ.
აქტივობის მიზანი: ახსნილი მასალის შეჯამება ხალისით და
მომდევნო გაკვეთილის თემის შესწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინასწარ შედგენილ კროსვორდს
აკრავს დაფაზე და კითხვებს სლაიდით(სლაიდი 11) აჩვენებს, თან ავსებს კროსვორდს.
1. NaOH-ისა და CuSO4 -ის ურთიერთქმედებით ქიმიურ ჭიქაში წარმოიქმნა
ლურჯი ფერის (ნალექი)
2. როგორი რეაქციები მიმდინარეობს წყალხსნარში
ელექტროლიტებს შორის? (იონური)
3.იონური რეაქციის შედგენის წესის მიხედვით
თავდაპირველად როგორი სახის რეაქციებს წერთ? (მოლეკულური)
4. როგორი იონური ტოლობა მიიღება სრულ იონურ
ტოლობაში ტოლობის ორივე მხარეს ერთნაირი იონების გამორიცხვის შემდეგ?
(შეკვეცილი)
5.რეაქციის ტოლობაში ქვემოთ მიმართული ისარი
აჩვენებს ნალექის წარმოქმნას, ზემოთ მიმართული ისარი კი აჩვენებს, რომ
წარმოიქმნა ..... (აირი).
მასწავლებელი მიმართავს კლასს: თქვენი აზრით,
დასრულდება თუ არა იონური რეაქცია აირის გამოყოფისას? თქვენს მიერ გამოთქმული ვარაუდების
მართებულებას მომდევნო გაკვეთილით დაადგენთ. მანამდე კი,
აქტივობა 7. საშინაო დავალება: 1წთ აჩვენებს სლაიდით.(სლაიდი
12)
§ 3.10 გვ 114-116. სავარჯიშო №1 გაკვეთილზე ჩატარებული ცდებიდან შეადგინეთ იმ
ცდის ოქმი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ.
აქტივობა 8. შეფასება -განმსაზღვრელი/ განმავითარებელი. 3წთ.
გაკვეთილის
შეფასების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
სლაიდს „რეალური სმაილიკი“ (სლაიდი13)თხოვს გამოთქვან ვარაუდი - მათი აზრით
როგორი გაკვეთილი იყო?
|
|
დანართი1 :
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლე ადგენს იონური რეაქციის
მოლეკულურ, სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
ვერ ადგენს იონური რეაქციის მოლეკულურ, სრულ და
შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
ადგენს იონური რეაქციის მხოლოდ მოლეკულურ
ტოლობას, ვერ ადგენს სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
ადგენს იონური რეაქციის მოლეკულურ
ტოლობას, მასწავლებლის დახმარებით ადგენს სრულ და შეკვეცილ იონურ
ტოლობებს.
|
იონური რეაქციის მოლეკულური, სრული
და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენისას უშვებს მცირე
(1-2) შეცდომას.
|
უშეცდომოდ ადგენს იონური რეაქციის მოლეკულურ, სრულ და
შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
|
შესაბამისი ცნებებისა და ტერმინების გამოყენება
ტესტზე მუშაობისას
|
ვერ იყენებს შესაბამისად ცნებებსა და ტერმინებს,
ვერ პასუხობს ტესტს
|
იშვიათად იყენებს შესაბამის ცნებებსა და
ტერმინებს, პასუხობს მხოლოდ 1-2 ტესტს.
|
მასწავლებლის დახმარებით იყენებს შესაბამის
ცნებებსა და ტერმინებს, ნაწილობრივ
პასუხობს ტესტს.
|
ძირითადად იყენებს შესაბამის ცნებებსა და
ტერმინებს, პასუხობს ტესტს უშვებს 1-2 შეცდომას.
|
ყველა შემთხვევაში იყენებს შესაბამის ცნებებსა და
ტერმინებს, პასუხობს უშეცდომოდ ტესტს.
|
დანართი2 :
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
განმავითარებელი
დაფა
|
მოსწავლის სახელი,გვარი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
||||
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
არგ. მსჯელობა, დასკვნის გამოტანა
|
ისტის გამოყენება
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
|
|
აბრამიშვილი გიორგი
|
|
|
|
|
|
|
აბრამიშვილი თამარ
|
|
|
|
|
|
|
ბაგაშვილი ლია
|
|
|
|
|
|
|
ბაღიაშვილი ნატო
|
|
|
|
|
|
|
მოსახლიშვილი ნუგზარ
|
|
|
|
|
|
|
მჭედლური თინათინ
|
|
|
|
|
|
|
ოთარაშვილი იზოლდა
|
|
|
|
|
|
|
ღვინიაშვილი თემურ
|
|
|
|
|
|
|
ცინცაძე
მარიამ
|
|
|
|
|
|
|
წივილაშვილი ნინო
|
|
|
|
|
|
|
ჯაბანიშვილი ლევან
|
|
|
|
|
|
|
ჯაბანიშვილი ლელა
|
|
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий